შეფასების კრიტერიუმები

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს:

  • აპლიკანტი უნდა იყოს RED პროგრამის მიერ ორგანიზებული ტრენინგების მონაწილე ან გამოხატოს მზაობა მომავალში დაგეგმილ პროექტის აქტივობებში მონაწილეობისა.
  • შემოთავაზებული პროექტი უნდა შეესაბამებოდეს  RED პროგრამის მიზნებს და უნდა განხორციელდეს ქვემო ქართლის ან სამცხე ჯავახეთის რეგიონებში.
  • შემოთავაზებული პროექტი უნდა იყოს კომერციულად მომგებიანი/მდგრადიგრძელვადიან პერსპექტივაში. უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს რომლის მეპატრონეები ქალი მესაკუთრეები არიან  ან/და  მენეჯერულ პოზიციებზე არიან დასაქმებულნი  და გადაწყვეტილებების მიმღებებად მოიაზრებიან.
  • აპლიკანტი ორგანიზაცია უნდა იყოს 100 % კერძო მფლობელობაში იურიდიული (შპს; სს; ასოციაცია; კოოპერატივი; ინდ მეწარმე.)
  • აპლიკანტმა ორგანიზაციამ  უნდა მოახდინოს, კომპანიის  მენეჯმენტისა და თანამშრომლების  გამოცდილების დემონსტრირება შემოთავაზებულ პროექტში.
  • აპლიკანტმა ორგანიზაციამ უნდა მოახდინოს დემონსტრირება იმისა, რომ წარდგენილი პროექტი, პროგრამის საწარმოო ჯაჭვების ხელშეწყობით, RED პროგრამის მიზნობრივი რეგიონების განვითარებას ემსახურება.
  • აპლიკანტი არ უნდა იყოს ჩართული სამხედრომარაგებით (სამხედრო აღჭურვილობა  და იარაღი)  ვაჭრობაში. ასევე არ შეიძლება იყოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა RED  ან/ დაშვეიცარიის განვითარების სააგენტო SDC-ს  თანამშრომელთა პირდაპირი ნათესავი (მეუღლე, შვილი, მშობელი, და/ძმა)
  • აპლიკანტი არ უნდა იყოს ჩართული  ნარკოტიკების უკანონო წარმოებასა და დისტრიბუციაში, ასევე სხვა უკანონო საქმიანობაში რაც  შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით.
  • აპლიკანტმა უნდა წარადგინოს პროექტის თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:  ქეშის ან/და  სანდო ფინანსური ჩანაწერების საფუძველზე, რაც არ მოიაზრება სხვა  მსგავსი ტიპის მიმდინარე პროექტის თანადაფინანსებად.
  •  წარმატებულ აპლიკაციას უნდა ახლდეს სანდო ფინანსური  დოკუმენტაცია რაც შესაბამისობაში იქნება ქართულ საგადასახადო სისტემასთან. აპლიკანტმა ორგანიზაციამ  უნდა გამოხატოს მზაობა საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარაბისა.
  • აპლიკანტმა ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს ფინანსური სტაბილურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. არ განიხილება აპლიკაციები სტაბილური წარსული ფინანსური ანგარიშგებისა და მომავალი  ფინანსური გათვლების გარეშე.