კარტოფილის დაავადებების გავრცელების რუკა

კარტოფილის დაავადებების გავრცელების რუკა

კარტოფილის დაავადებებისგავრცელებისრუკა/ტრენერთა ტრენინგი, პირველი  ერთობლივი პროექტია, რომელიც რეგიონების ეკონომიკური განვითარების (RED)პროგრამის ფარგლებში,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სამსახურთან ერთად განახორციელდა. ტრენერთა ტრენინგს, პროგრამის საერთაშორისო ექსპერტი გრემ დეილი წარუძღვა, ტრენინგში 22 ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა დასურსათის უვნებლობის სამსახურის საკონფერენციო დარბაზში 2013 წლის 15 მარტს ჩატარდა.ინიციატივის გრძელვადიანი მიზანია, შემუშავდეს და პროგრამის მიზნობრივ რეგიონებში დაინერგოს კარტოფილის დაავადებების მართვის სტრატეგია.

ზოგადი ინფორმაცია: 2012 წლის ბოლოს, კარტოფილის4 ძირითადი  დაავადება გამოვლინდა, რასაც სერიოზული ზიანის მიყენება  შეეძლო საქართველოს კარტოფილის წარმოებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ RED პროგრამის ერთ ერთი მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს სასურსათო და სათესლე კარტოფილის მწარმოებლებს,გადაწყდააღნიშნული დაავადებების გავრცელების რუკის შექმნა. სურსათის უვნებლობის სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარდა ფერმერთა გამოკითხვა, პროექტის ორ  სამიზნე რეგიონში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში, ასევე  გამოიკითხა მოსაზღვრეაჭარის ხულოს რაიონის  ფერმერები.

აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით გადადგმული პირველი ნაბიჯი, ტრენერთა ტრენინგია, რომელშიც მონაწილეობა  მიიღეს  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სამსახურის, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთის რეგიონების ფერმერთა მომსახურების ცენტრებისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ექსპერტებმა. ტრენინგის მსვლელობისას ექსპერტები, რომლებიც მომავალში დაავადებების გავრცელების რუკის შექმნის მიზნით გამოკითხვას აწარმოებენ, გავრცელებულ კარტოფილის 4 ძირითად დაავადებას (ფიტოფტოროზი, ბაქტერიული სიდამპლე, კარტოფილის კიბო და მურა სიდამპლე) და მათთან ბრძოლის მეთოდებს გაეცნენ. ასევე შეისწავლე GPS სისტემის, ოპერირების პრინციპები, რაც საშუალებას მისცემთ დაავადებების უფრო ზუსტი, დეტალურირუკა შეიმუშაონ და შემდგომ ეტაპზე შეამცირონ აღნიშნული დაავადების კერები დათავიდან აიცილონ მათი გავრცელების რისკები.

აღნიშნული ტრენერთა ტრენინგის შედეგად, დაახლოებით 1 000 ფერმერი გამოიკითხება. კითხვარების შედეგები ელექტრონულ რუკაში შეჯერდება, რათა პრობლემის მასშტაბი ვიზუალურად აღქმადი გახდეს. მიღებული შედეგების საფუძველზე, სურსათის უვნებლობის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით,კარტოფილის დაავადებების მართვის სტრატეგია იქნება შემუშავებული და დანერგილი პროგრამის სამიზნე რეგიონებში.