რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამამ (RED), ქვემო ქართლის რეგიონში ორი ყველის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.

2017 წლის 12 აპრილს,  რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED),  ფარგლებში დაფინანსებული ორი ყველის გადამამუშავებელი საწარმოს, კოოპერატივი „დისველი“ და ი.მ. „ბადრი გოგოლაძე“ პრეზენტაცია და ოფიციალური გახსნის ცერემონიალი მოეწყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს  (SCO)  რეგიონული დირექტორი  ოლივიე ბურკი და     ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა  (ADC)  ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი.

ღონისძიების პირველი ნაწილი სოფელ რატევანში გაიმართა, სადაც დანიის საერთაშირისო განვითარების სააგენტოს (DANIDA), და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მიერ დაფინანსებული რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) ხელშეწყობით დაფინანსებული ყველის გადამამუშავებელი საწარმო ი.მ. „ბადრი გოგოლაძე“   საზეიმოდ გაიხსნა.  თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღჭურვილ საწარმოში ყველის წარმოების სრული ტექნოლოგიური პროცესის დემონსტრირება მოხდა.

ღონისძიება სოფელ დისველში გაგრძელდა, სადაც  ეკომიგრანტ ქალთა კოოპერატივის „დისველი“ პრეზენტაცია მოხდა.  ქალთა კოოპერატივი „დისველი“, RED პროგრამისა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის  (СENN) თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.  ღონისძიების მსვლელობისას მოწვეულმა სტუმრებმა RED პროგრამისა და CENN-ის თანამშრომლობის წარმატებულ შედეგებზე ისაუბრეს. ასევე  განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა: სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობა და პოტენციალი რეგიონში; ეკომიგრანტების ეკონომიკური ხელშეწყობის მნიშვნელობა და ქალების როლი დარგის განვითარებაში. აქვე გაშუქდა ქვემო ქართლის ტელევიზიის მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეო ეკომიგრანტ ქალთა საწარმოზე „დისველი“.