სიახლეები

ნიადაგის ტიპები, კულტურათა დაავადებების გამომწვევი მიზეზები და მისი თავიდან აცილების გზები – რა მდგომარეობაა სამცხე–ჯავახეთში? რამდენად სწორად ატარებენ ფერმერები აგრო–ღონისძიებებს? აუცილებელია თუ არა ნიადაგის გამოკვლევა? რა ჯდება მიწის ანალიზი და რა პრობლემებზე საუბრობენ ფერმერები....

თესვის სეზონი იწყება და “ფერმერის საათი” გადაცემას თანამედროვე სათესლე მასალის ხელომისაწვდომობაზე გთავაზობთ. საზღვარგარეთიდან შემოტანილი თუ ადგილობრივი წარმოების თესლი – რას ფიქრობენ თანამედროვე კულტურების სათესლე მასალაზე ფერმერები, როგორია მათი სანდოობა და რომელს ანიჭებენ უპირატესობას....

საგაზაფხულო სამუშაოები და ტექნიკის ხელმისაწვდომობა – როგორ მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები სამცხე–ჯავახეთში? საკმარისია თუ არა სახელმწიფო ტრაქტორების რაოდენობა მიწის დამუშავებისთვის? რამდენად დროულია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის მომსახურება და რა რაოდენობის მიწის ფართობი დამუშავდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში....

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვებისა და მოვლის პირობები, მის გაუმჯობესების გზები – რა რაციონი უნდა შეურჩიოს შინაურ ცხოველს ზამთარში და რა დამატებითი საკვები უნდა მისცეს საძოვარზე გაშვებულ პირუტყვს ფერმერმა? როგორ უვლიან ადგილობრივები მსხვილფეხა რქოსან ცხოველს მესხეთში და როგორია სადგომებში არსებული პირობები – "ფერმერის საათის" კითხვებს საქართველოს...

ტრენინგი ქალთა თანასწორობის შესახებ RED პროგრამის A კომპონენტის ბენეფიციარებისთვის,  პროგრამის გენდერის სპეციალისტმა, რუსუდან გოცირიძემ  2016 წლის 24-26 თებერვალს ბოლნისში ახალციხესა და ადიგენში არსებულ ე.წ  ქალთა ოთახებში  ჩაატარა.

[gallery ids="905,906,907"] 18-20 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“-ს ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენაზე, რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა (RED)-მა, მისი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ხუთი პროექტი წარადგინა:  შპს  „ბმბ კაზალა“, რძის  გადამამუშვებელი საწარმო; შპს „წიფორა სამცხე“- რძის  გადამუშავებელი და რძის პროდუქტების მწარმოებელი საწარმო; ფოკას დედათა მონასტრის ყველი, რომრლიც ფოკას დედათა მონასტერთან არსებულ საწარმოში მზადდება; შპს „დევე+“ კარტოფილის დამახარისხებელი, დამაფასოვებელი ცენტრი და შპს ჯავახეთის აგროკომპანია (JAC), რომელიც ასევე კარტოფილისა და ბოსტნეულის დახარისხებისა და დაფასოვების მომსახურებას სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას. 

ქართველი ფერმერები ცდილობენ, რომ თანამედროვეობას ფეხი აუწყონ და სოფლებში ახალი ტექნოლოგიები დანერგონ. რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით და რა როლი ეკისრება თავად ფერმერებს – "ფერმერის საათის" კითხვებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი პასუხობს....

საქონლის ხელოვნური განაყოფიერება და ჯიშთა გაუმჯობესების გზები – ეს არის "ფერმერის საათის" ამ გადაცემი თემა. მეცხოველეობაში ჯიშთა განვითარებას ფერმერები ხელოვნური განაყოფიერების გზით ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობენ. ამბობენ, რომ ამ მეთოდით დადებითი შედეგის მიღწევა ბევრად მარტივია. ფერმერები იმ უპირატესობაზეც საუბრობენ, რომელიც მეცხოველეობაში ხელოვნური განაყოფიერების გზით მიიღწევა...

ორგანული და კომბინირებული სასუქების გამოყენების წესები და ნორმები – ფერმერთა უმეტესი ნაწილი უპირატესობას ორგანულს, ანუ ბუნებრივ სასუქს ანიჭებს. ფერმერები ამბობენ, რომ სასუქების გამოყენებისას დოზირების დაცვა არ ხდება, რის შედეგადაც უსაფრთხო პროდუქტს ვერ ვიღებთ. რა უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა ნიადაგში სასუქების შეტანისას – "ფერმერის საათის" კითხვებს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიწების 90 % დამუშავებულია. ფერმერთა ნაწილმა სახნავ–სათესი ფართობები საკუთარი ხარჯებით, ნაწილმა კი პროგრამის ფარგლებში დაამუშავა. ადგილობრივების თქმით, სახელმწიფო პროგრამით ბევრი ფერმერი სარგებლობს. “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის” დადებითი და უარყოფითი მხარეები....