სიახლეები

ახალციხის სოფელ სხვილისში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველაზე მეტი ვაშლი მოდის. ადგილობრივების ნაწილი, თავს ჯერ კიდევ ამ ხილის რეალიზებით ირჩენს. თუმცა, სხვილისელები ამბობენ, ხეხილის ბაღები ყოველწლიურად იჩეხება და მის ადგილზე ბევრს უკვე კარტოფილის მოსავალი მოჰყავს, რადგან შემოსავალი ამ კუთხით ბევრად მეტია....

18-20 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“-ს ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენაზე, რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამამ (RED),  პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ხუთი პროექტი წარადგინა:  შპს  „ბმბ კაზალა“, რძის  გადამამუშვებელი საწარმო; შპს „წიფორა სამცხე“- რძის  გადამუშავებელი საწარმო; ფოკას დედათა მონასტრის ყველი, რომელიც ფოკას დედათა მონასტერთან არსებულ საწარმოში მზადდება; შპს „დევე+“ კარტოფილის დამახარისხებელი, დამაფასოვებელი ცენტრი და შპს ჯავახეთის აგროკომპანია (JAC), რომელიც ასევე კარტოფილისა და ბოსტნეულის დახარისხებისა და დაფასოვების მომსახურებას სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას.

ფერმერები  კულტურის ნაკლებ მოსავლიანობაზე ჩივიან და ამბობენ, რომ რაოდენობის გარდა, კარტოფილი წელს არც ხარისხით გამოირჩევა.  რამ განაპირობა კულტურის ნაკლებმოსავლიანობა და უხარისხობა და რატომ ვერ მოუარეს ნათესებს გლეხებმა რწყვის პერიოდში – "ფერმერის საათის" კითხვებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მთავარ სპეციალისტი პასუხობს....

ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე – „ფერმერის საათში“ მთის ცხოვრების შესახებ მოგიყვებით. იმისთვის, რომ შემოსავალი შედარებით გაიზარდოს, წელიწადიში ხუთ თვეს ფერმერები მთაში ატარებენ. ამ დროის განმავლობაში ისინი გარესამყაროს არიან მოწყვეტილნი....

სამცხე ჯავახეთის რეგიონში, სოფელ მუგარეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება. ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ სოფელში ემკარი და პასტერელოზია გავრცელებული....

დამაფასოვებელი დანადგარის დემონსტრირება სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მდებარე შვიდ ცენტრში მოხდა.  ღონისძიებას  55 მონაწილე დაესრო, -მსხვილი ფერმერები, საწარმოები, ექსტენციის სააგენტოსა და სამინისტროს წარმომადგენლები. სადემონსტრაციო ჩვენებას გერმანული კომპანიის „Euro-Jabelmann“ ექსპერტები წარუძღვნენ.   ღონისძიების დამსწრეები, თავად გახდნენ საოპერაციო ციკლის მონაწილეები და შეიტყვეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დანადგარის  ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის შესახებ.
რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) ერთ ერთი მიზანია ხელი შეუწყოს მეკარტოფილეობის სრული საწარმოო ჯაჭვის განვითარებას  სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო-ქართლში. ტექნიკური დახმარების საშუალებით გაზარდოს დარგის მომგებიანობა და ჯანსაღი კონკურენციის არსებობა აღნიშნულ რეგიონებში.