ტრენინგი მიწის მომზადება და კარტოფილის ჯიშის შერჩევაში

ტრენინგი მიწის მომზადება და კარტოფილის ჯიშის შერჩევაში

ტრენინგი ტოპიკზე – „მიწის მომზადება და კარტოფილის ჯიშის  შერჩევა“ რეგიონების ეკონომიკური განვითარების (RED) პროგრამის მიერ დაგეგმილი 4 ფაზიანი ტრენინგის პირველი  ნაწილია. ტრენინგს მარშავის პროექტის საერთაშორისო ექსპერტი გადი მოზესი წარუძღვა, სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, 109 ფერმერი დაესწრო და 2014 წლის 24-27 თებერვალს ჩატარდა. ადგილობრივი ფერმერების გარდა ტრენინგში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სამსახურების ექსპერტებიც იღებდნენ მონაწილეობას.

ზოგადი ინფორმაცია: RED პროგრამის ფარგლებში 8 სამოდელო ფერმა შეიქმნება, რომელიც მეკარტოფილეობის დარგში ჩართული ფერმერებისთვის ტრენინგის პლატფორმის როლს შეასრულებს. აღნიშნულ სამოდელო ფერმებში ჩატარებული ტრენინგების შედეგად, დაახლოვებით 800 სასურსათე და სათესლე კარტოფილის მწარმოებელი ფერმერის პროდუქტიულობის ამაღლებას ისახავს მიზნად.  ტრენინგების შედეგად გაიზრდება ხარისხიანი  სათესლე მასალის ხელმისაწვდომობა, გაუმჯობესებული სასურსათო კარტოფილის წარმოების დონე, დაინერგება დაწვიმებითი საირიგაციო სისტემები, პესტიციდების ინტეგრირებული მართვის სისტემა,  მოსავლის აღების შემდგომი მენეჯემენტი და შესაბამისი სასაწყობე მეურნეობების მოწყობის ახალი ტექნოლოგიები, რაც გააუმჯობესებს ბაზარზე პროდუქტის გასაღება-გაყიდვის ტენდენციას.

აღნიშნული ტრენინგი, დაგეგმილი  4 ფაზიანი ტრენინგის პირველი  ნაწილია. ტრენინგის მიზანია ადგილობრივი ფერმერებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს/სურსათის უვნებლობის სამსახურების ექსპერტების ცოდნის გაღრმავება. ტრენინგები მომდევნო წლის მანძილზე ჩატარდება და თეორიული სწავლების გარდა პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოიცავს, რომლებიც სეზონურობის გათვალისწინებით, სადემონსტრაციო დღეების სახით სამოდელო ფერმებში ჩატარდება.  ტრენინგი 4 ფაზას მოიცავს: მიწის მომზადება და ჯიშის  შერჩევა; კარტოფილის სათესლე მასალის და ჯიშის  შერჩევა/თესვა;  ძირითადი სეზონური სამუშაოები; მოსავლის აღება და მოსავლის აღების შემდგომი აქტივობები.