“ფერმერის საათი” – ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სოფელ რუსთავში

“ფერმერის საათი” – ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სოფელ რუსთავში

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები  მიმდინარეობს.  რამდენიმე წლიანი სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სააგენტოს თანამშრომლებმა სისხლის აღება მოახდინეს. სერომონიტორინგი რეგიონში სოფელ რუსთავიდან დაიწყო.  გამოკვლევებით დადგინდა, რომ სოფელში  40–მდე სული დაავადებულია.

ადგილობრივები ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იმედით უყურებენ, თუმცა ამბობენ, რომ თუ დროული ვაქციანაცია არ ჩატარდება სოფელში დაავადებული პირუტყვის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

როდის დაიწყებს სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციული ღონისძიებების მომდევნო ეტაპს და რაში ხედავენ თავად ადგილობრივები გამოსავალს – “ფერმერის საათის” კითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური პასუხობს.