პროექტის კომპონენტები

მეკარტოფილეობის და მესაქონლეობის სრული საწარმოო ჯაჭვის მხარდაჭერა და  აღნიშნული სექტორების მნიშვნელოვანი გაძლიერება ხელს შეუწყობს პროექტის რეგიონებში დასაქმებული ფერმერებისა და საწარმოების შემოსავლების ზრდას და, შესაბამისად, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა (RED) შედგებასამიძირითადი კომპონენტისგან:

A კომპონენტი   ხელს შეუწყობს მეკარტოფილეობის სრული საწარმოო ჯაჭვის განვითარებას, რაც მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ხარისხიანი  სათესლე მასალის ხელმისაწვდომობა, გაუმჯობესებული სასურსათო კარტოფილის წარმოება, მოსავლის აღების შემდგომი მენეჯემენტი და შესაბამისი სასაწყობე მეურნეობების მოწყობა, რაც გააუმჯობესებს ბაზარზე პროდუქტის გასაღება-გაყიდვის ტენდენციას.პროგრამა ასევე ითანამშრომლებს სერვისპროვაიდერებთან, რომლებიც აღნიშნულ დარგში ოპერირებენ და ხელს შეუწყობს  მათი მომსახურების ხარისხის ზრდას.

B კომპონენტი   ხელს შეუწყობს მესაქონლეობის სრული საწარმოო ჯაჭვის განვითარებას.  მოხდება მეცხოველეობის მოწინავე პრაქტიკისა და რძის „ცივად შენახვის“ უწყვეტი ჯაჭვის დანერგვა. დიდი ყურადღება დაეთმობა  საქონლის დაავადებების მართვას, ფერმის მენეჯმენტის სრულყოფას,  მოხდება „ცივად შენახვის“ და სურსათის უვნებლობის საკითხების პოპულარიზაცია სრულ საწარმოო ჯაჭვში, საკვებწარმოებისა და საძოვრების მენეჯმენტის ჩათვლით. პროგრამა ასევე ითანამშრომლებს სერვის პროვაიდერებთან, რომლებიც აღნიშნულ დარგში ოპერირებენ,  ხელს შეუწყობს  მათ მიერ ფერმერებისთვის გაწეული საკონსულტაციო მომსახურების ხარისხის ზრდას და ვეტერინარული პრეპარატების ხელმისაწვდომობას. RED პროგრამის ფარგლებში ტექნიკური დახმარების სახით  ჩატარდება ტრენინგები და შეიქმნება სამოდელო ფერმები.

C კომპონენტის  მიზანიაკერძო ინვესტიციების სტიმულირება მეკარტოფილეობისა და მერძევეობა/მესაქონლეობის სექტორში, რაც აგრობიზნესის საინვესტიციო ფონდის (FIAB)  მეშვეობით მოხდება. ფონდის საქმიანობა წარიმართება 2 მიმართულებით :

  • თანაინვესტირების ფონდი უზრუნველყოფს სამოდელო ფერმების მოწყობა/განვითარებას  თანადაფინანსების გზით.

უზრუნველყოფით დაკრედიტების საშუალება(SELF) პარტნიორ ბანკებთან ერთად უზრუნველყოფს დაბალპროცენტიანი სესხის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ფერმერებისა და სასოფლოსამეურნეო სექტორში ჩართული საწარმოებისთვის.აგრობიზნესის საინვესტიციო ფონდი (FIAB) მოახდენს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სასოფლოსამეურნეო სესხების 100%-იან მეორად უზრუნველყოფას საკუთარი ანაბრით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მსესხებლისათვისსაპროცენტო განაკვეთს.