სასოფლო სამეურნეო სატელევიზიო შოუ

საგაზაფხულო სამუშაოები და ტექნიკის ხელმისაწვდომობა – როგორ მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები სამცხე–ჯავახეთში? საკმარისია თუ არა სახელმწიფო ტრაქტორების რაოდენობა მიწის დამუშავებისთვის? რამდენად დროულია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის მომსახურება და რა რაოდენობის მიწის ფართობი დამუშავდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში....

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვებისა და მოვლის პირობები, მის გაუმჯობესების გზები – რა რაციონი უნდა შეურჩიოს შინაურ ცხოველს ზამთარში და რა დამატებითი საკვები უნდა მისცეს საძოვარზე გაშვებულ პირუტყვს ფერმერმა? როგორ უვლიან ადგილობრივები მსხვილფეხა რქოსან ცხოველს მესხეთში და როგორია სადგომებში არსებული პირობები – "ფერმერის საათის" კითხვებს საქართველოს...

ქართველი ფერმერები ცდილობენ, რომ თანამედროვეობას ფეხი აუწყონ და სოფლებში ახალი ტექნოლოგიები დანერგონ. რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით და რა როლი ეკისრება თავად ფერმერებს – "ფერმერის საათის" კითხვებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი პასუხობს....

საქონლის ხელოვნური განაყოფიერება და ჯიშთა გაუმჯობესების გზები – ეს არის "ფერმერის საათის" ამ გადაცემი თემა. მეცხოველეობაში ჯიშთა განვითარებას ფერმერები ხელოვნური განაყოფიერების გზით ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობენ. ამბობენ, რომ ამ მეთოდით დადებითი შედეგის მიღწევა ბევრად მარტივია. ფერმერები იმ უპირატესობაზეც საუბრობენ, რომელიც მეცხოველეობაში ხელოვნური განაყოფიერების გზით მიიღწევა...

ორგანული და კომბინირებული სასუქების გამოყენების წესები და ნორმები – ფერმერთა უმეტესი ნაწილი უპირატესობას ორგანულს, ანუ ბუნებრივ სასუქს ანიჭებს. ფერმერები ამბობენ, რომ სასუქების გამოყენებისას დოზირების დაცვა არ ხდება, რის შედეგადაც უსაფრთხო პროდუქტს ვერ ვიღებთ. რა უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა ნიადაგში სასუქების შეტანისას – "ფერმერის საათის" კითხვებს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიწების 90 % დამუშავებულია. ფერმერთა ნაწილმა სახნავ–სათესი ფართობები საკუთარი ხარჯებით, ნაწილმა კი პროგრამის ფარგლებში დაამუშავა. ადგილობრივების თქმით, სახელმწიფო პროგრამით ბევრი ფერმერი სარგებლობს. “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის” დადებითი და უარყოფითი მხარეები....

ახალციხის სოფელ სხვილისში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველაზე მეტი ვაშლი მოდის. ადგილობრივების ნაწილი, თავს ჯერ კიდევ ამ ხილის რეალიზებით ირჩენს. თუმცა, სხვილისელები ამბობენ, ხეხილის ბაღები ყოველწლიურად იჩეხება და მის ადგილზე ბევრს უკვე კარტოფილის მოსავალი მოჰყავს, რადგან შემოსავალი ამ კუთხით ბევრად მეტია....