ტრენინგი

ტრენინგი ქალთა თანასწორობის შესახებ RED პროგრამის A კომპონენტის ბენეფიციარებისთვის,  პროგრამის გენდერის სპეციალისტმა, რუსუდან გოცირიძემ  2016 წლის 24-26 თებერვალს ბოლნისში ახალციხესა და ადიგენში არსებულ ე.წ  ქალთა ოთახებში  ჩაატარა.

დამაფასოვებელი დანადგარის დემონსტრირება სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მდებარე შვიდ ცენტრში მოხდა.  ღონისძიებას  55 მონაწილე დაესრო, -მსხვილი ფერმერები, საწარმოები, ექსტენციის სააგენტოსა და სამინისტროს წარმომადგენლები. სადემონსტრაციო ჩვენებას გერმანული კომპანიის „Euro-Jabelmann“ ექსპერტები წარუძღვნენ.   ღონისძიების დამსწრეები, თავად გახდნენ საოპერაციო ციკლის მონაწილეები და შეიტყვეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დანადგარის  ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის შესახებ.

ტრენინგი ტოპიკზე - „მიწის მომზადება და კარტოფილის ჯიშის  შერჩევა“ რეგიონების ეკონომიკური განვითარების (RED) პროგრამის მიერ დაგეგმილი 4 ფაზიანი ტრენინგის პირველი  ნაწილია. ტრენინგს მარშავის პროექტის საერთაშორისო ექსპერტი გადი მოზესი წარუძღვა, სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, 109 ფერმერი დაესწრო და 2014 წლის 24-27 თებერვალს ჩატარდა. ადგილობრივი ფერმერების გარდა ტრენინგში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სამსახურების ექსპერტებიც იღებდნენ მონაწილეობას.

კარტოფილის  ჩრჩილის ხაფანგების საცდელი  პროგრამა,  მეორე ერთობლივი პროექტია, რომელიც RED პროგრამამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სამსახურთან ერთად განახორციელა.ტრენერთა ტრენინგს, პროგრამის საერთაშორისო კონსულტანტი წარუძღვა, ტრენინგში 25 ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა და სურსათის უვნებლობის სამსახურის საკონფერენციო დარბაზში 2013 წლის 30 მარტს ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ თუ როგორ უნდა დამონტაჟდეს კარტოფილის ჩრჩილის საწინააღმდეგო 1000 ზე მეტი  ხაფანგი, სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მდებარე დაახლოებით 250 კარტოფილის ნაკვეთზე.
კარტოფილის დაავადებებისგავრცელებისრუკა/ტრენერთა ტრენინგი, პირველი  ერთობლივი პროექტია, რომელიც რეგიონების ეკონომიკური განვითარების (RED)პროგრამის ფარგლებში,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სამსახურთან ერთად განახორციელდა. ტრენერთა ტრენინგს, პროგრამის საერთაშორისო ექსპერტი გრემ დეილი წარუძღვა, ტრენინგში 22 ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა დასურსათის უვნებლობის სამსახურის საკონფერენციო დარბაზში 2013 წლის 15 მარტს ჩატარდა.ინიციატივის გრძელვადიანი მიზანია, შემუშავდეს და პროგრამის მიზნობრივ რეგიონებში დაინერგოს კარტოფილის დაავადებების მართვის სტრატეგია.