დამასორტირებელი/დამაფასოვებელი საწარმოების წარდგენა სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მდებარე 7 ცენტრში.

დამასორტირებელი/დამაფასოვებელი საწარმოების წარდგენა სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მდებარე 7 ცენტრში.

დამაფასოვებელი დანადგარის დემონსტრირება

სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მდებარე შვიდ ცენტრში მოხდა.  ღონისძიებას  55 მონაწილე დაესრო, -მსხვილი ფერმერები, საწარმოები, ექსტენციის სააგენტოსა და სამინისტროს წარმომადგენლები. სადემონსტრაციო ჩვენებას გერმანული კომპანიის „Euro-Jabelmann“ ექსპერტები წარუძღვნენ.   ღონისძიების დამსწრეები, თავად გახდნენ საოპერაციო ციკლის მონაწილეები და შეიტყვეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დანადგარის  ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის შესახებ.

RED პროგრამის მიერ ინიცირებული, პირველი დამასორტირებელი/დამაფასოვებელი ცენტრი „დვ +“ ბოლნისში, 2015 წლის ივნისში მოხდა. საერთაშორისო ექსპერტებმა სადემონსტრაციო დღის მონაწილეებს გაუზიარეს ტავიანთი გამოცდილება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე ბაზრის პირობებში,  ბოსტნეულის დახარისხებისა და დაფასოვების, თანამედროვე მეთოდებისა და მანქანა დანადგარების გამოყენება, და რა დადებით გავლენა აქვს ამ დანადგარების გამოყენებას მათ ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობაზე.

სწორედ ამ პირველი სადემონსტრაციო დღის შედეგად  წარმოიშვა მოთხოვნა დამატებითი ცენტრების შექმნაზე.  ზაფხულის პერიოდში მოხდა დამატებით შვიდი პოტენციური პარტნიორის იდენტიფიცირება და ცენტრების მშენებლობა. დასრულებული დამასორტირებელი/დამაფასოვებელი ცენტრების წარდგენა მოხდა  2015 წლის ოქტომბერში ქვემო-ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში 7 ცენტრში:  ი.მ „სოსიკო ამირხანიანი“ – ნინოწინდა; ი.მ „ სერიოჟა ეზოიანი“- ახალქალაქი; შპს JAC- ახალქალაქი;  შპს RAS  ახალქალაქი; შპს „განთიადი“- დმანისი;  ი.მ „ჯუმბერ ბახუნტარაძე“-წალკა;