ფოკას მონასტრის ყველის პროდუქცია

ფოკას ყველის პროდუქცია, იწარმოება ფოკას მონასტერთან არსებულ რძის გადამამუშავებელ საწარმოში, რომელიც 1992 წელს სამცხე ჯავახეთის რეგიონის, ნინოწმინდას მუნიციპალიტეტის, სოფელ ფოკაში დაარსდა. საწარმო ჩართულია მერძევეობის საწარმოო ჯაჭვის ყველა საფეხურში, დაწყებული საქონლის საკვების წარმოებიდან, პროდუქციის საცალო გაყიდვებამდე. ყველის საწარმო, უმეტესად მოიხმარს რძეს საკუთარი ფერმიდან, რითიც აწარმოებს 16 უნიკალური სახეობის ყველს.

რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) მხარდაჭერით, მოხდა არსებული ყველის საწარმოს რეაბილიტაცია და ტექნოლოგიური ხაზების ოპტიმიზაცია, სურსათის უვნებლობის რეგულაციებისა და სტანდარტების შესაბამისად. ზამთრის პერიოდში რძის უწყვეტი მიწოდებისა და პროდუქციის დივერსიფიკაციის მიზნით საწარმო აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, რამაც პროდუქციის მიწოდების უწყვეტი ციკლი უზრუნველყო.