შპს წიფორა სამცხე

შპს წიფორა სამცხე არის ოჯახური მეურნეობა, რომელიც სამცხე ჯავახეთის რეგიონის, ახალციხის რაიონის სოფელ ურაველში 2011 წელს დარეგისტრირდა. კომპანია ჩართულია როგორც რძის გადამუშავებასა და რძის პროდუქტების წარმოებაში, ასევე უზრუნველყოფს საკუთარი პროდუქციის საბითუმო გაყიდვებს. კომპნია მოიხმარს მეზობელი სოფლების ფერმებისა და საზაფხულო საძოვრებიდან შეძენილ რძეს და აწარმოებს 4 სხვადასხვა სახეობის ყველს 3 სახეობის ნადუღსა და კარაქს.

რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) მხარდაჭერით, მოხდა არსებული ყველის ქარხნის შენობის რეკონსტრუქცია და ტექნოლოგიური ხაზის გამართვა სურსათის უვნებლობის რეგულაციებისა და სტანდარტების შესაბამისად. ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესებისა და პროდუქციის დივერსიფიკაციის მიზნით, პროექტის საწარმო დამატებითი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა