შპს ჯავახეთის აგრო კომპანია (JAC)

შპს ჯავახეთის აგროკომპანია (JAC) 2015 წელს შეიქმნა, ახალქალაქის აგრო ბიზნეს ცენტრის (AAC) ბაზაზე, რომელიც რეგიონში ცნობილია, როგორც ერთ ერთი მთავარი სასურსათო კარტოფილის დისტრიბუტორი და ექსტენციის ტრენინგების ორგანიზატორი კომპანია. ცენტრი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე, ახალქალაქის მთავარ მაგისტრალზეა განთავსებული, რაც ძალზედ ხელსაყრელია ადგილობრივი დისტრიბუციისა და პროდუქციის ექსპორტზე გატანისთვის.

რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) მხარდაჭერით, კომპანიამ გააშენა კარტოფილის სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც სრულად შეესაბამება კარტოფილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტენდენციებს და მთელი რიგი სადემონსტრაციო დღეები ჩაატარა ადგილობრივი ფერმერებისთვის. კონკურენტუნარიანობის გაზრდის, მარკეტინგის ხარჯების შემცირებისა და მომხმარებლამდე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდების მიზნით, იმავე ბაზაზე შეიქმნა   დამახარისხებელი დამაფასოვებელი ცენტრი, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მომსახურებებს სთავაზობს, რაც პროდუქციის შეგროვების, დასორტირების, დაფასოვების გარდა პროდუქციის ბრენდირებას და ბაზარზე მის პოზიციონირებას მოიცავს.