შპს ბმბ

რძის გადამააუშვებელი საწარმო შპს ბმბ, 1997 წელს დაარსდა და ქვემო ქართლის რეგიონის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში მდებარეობს. კომპანია ჩართულია მესაქონლეობის საწარმოო ჯაჭვის ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: რძის შეგროვება, გადამუშავება და მარკეტინგი. საწარმო რძეს ბოლნისის დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს და აწარმოებს 9 სახეობის ყველს და ნადუღს.

რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) მხარდაჭერით, მოხდა არსებული რძის გადამამუშავებელი საწარმოს შენობის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია, სურსათის უვნებლობის რეგულაციების შესაბამისად. შპს ბმბ, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა და გარდაიქმნა თანამედროვე სტანდარტების რძის გადამამუშავებელ საწარმოდ.