კარტოფილის ჩრჩილის ხაფანგების საცდელი პროგრამა

კარტოფილის ჩრჩილის ხაფანგების საცდელი პროგრამა

კარტოფილის  ჩრჩილის ხაფანგების საცდელი  პროგრამა,  მეორე ერთობლივი პროექტია, რომელიც RED პროგრამამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სამსახურთან ერთად განახორციელა.ტრენერთა ტრენინგს, პროგრამის საერთაშორისო კონსულტანტი წარუძღვა, ტრენინგში 25 ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა და სურსათის უვნებლობის სამსახურის საკონფერენციო დარბაზში 2013 წლის 30 მარტს ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ თუ როგორ უნდა დამონტაჟდეს კარტოფილის ჩრჩილის საწინააღმდეგო 1000 ზე მეტი  ხაფანგი, სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მდებარე დაახლოებით 250 კარტოფილის ნაკვეთზე.

ზოგადი ინფორმაცია: კარტოფილის ჩრჩილი მთელ მსოფლიოში გავრცელებული მავნებელია,რომლის გავრცელება და მავნებლობის ხარისხი, ამჟამად ეპიდემიურ ზღვარსაც კი აღწევს კავკასიის ქვედა ზონაში.

RED პროგრამამ წარადგინა კარტოფილის ჩრჩილისმრავალ ფუნქციური გაფრთხილების სისტემა. აღნიშნული სისტემა ითვალისწინებს ფერმერების გაფრთხილებას გაზაფხულის დასაწყისში ჩრჩილის გამოჩენის შემთხვევაში  და მასთან ბრძოლისღონისძიებებს.  ტრენინგის შემდეგ, დაახლოებით 5 000 ჰექტარ მიწის ფართობზე 998 ხაფანგი დამონტაჟდა. სადემონსტრაციო ჩვენებებში 504 მა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა სამცხე ჯავახეთისა და შიდა ქართლის 230 სოფლიდან. სადემონსტრაციო ჩვენებები ჩატარდა RED პროგრამის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და  სურსათის უვნებლობის სამსახურის ექსპერტების მიერ რომლებმაც  ტრენერთა ტრენინგის დროს აიმაღლეს კვალიფიკაცია.

ხაფანგის მუშაობის პრინციპის მიხედვით, მამრ ჩრჩილს ხაფანგებში მოთავსებული ფერომონები მიიზიდავს. იმ შემთხვევაში როდესაც თითოეულ ხაფანგში 2 ზე მეტი ჩრჩილი იქნა ნაპოვნი, განსაკუთრებული ზომების მიღება გახდა საჭირო. პრობლემის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და რეაგირებამ ხელი შეუწყო ფერმერებს მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაში. ინფექციის გავრცელების მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და  სურსათის უვნებლობის სამსახურებმა, მავნებლებთან ბრძოლის შესაბამისი სტრატეგია შეიმუშავეს და თავიანთი რეგიონალური წარმომადგენლების დახმარებით  აღნიშნული ინფორმაცია ფერმერებს გააცნეს.  2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო და  სურსათის უვნებლობის სამსახური განაგრძობს ამ პროგრამაზე მუშაობას და შესაბამის დაფინანსებას გამოყოფს  დაავადებების ადრეული გაფრთხილების სისტემის  განვითარებისთვის.

REDპროგრამის მიერ წარმოებული გამოკითხვის საფუძველზე, აღმოჩნდა რომ 2012 წელს კარტოფილის ჩრჩილის გავრცელების შედეგად მოსავლის საშუალო დანაკარგი იყო 6 300 ტონა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1,5 მილიონ ამერიკულ დოლარს  შეადგენს, აქედან გამომდინარე თითოეულ ჰექტარზე დანაკარგი 1 300 ამერიკული დოლარია. კარტოფილის  ჩრჩილის ხაფანგების საცდელმა პროგრამამ  5000  ჰა მოიცვა (1 ხაფანგი 5 ჰა-ზე). ფერმერთა შეტყობინების სისტემის დანერგვამ  2 სამიზნე რეგიონში