RED პროგრამამ თავისი ბენეფიციარების პროდუქცია კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა

RED პროგრამამ თავისი ბენეფიციარების პროდუქცია კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა

18-20 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“-ს ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენაზე, რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა (RED)-მა, მისი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ხუთი პროექტი წარადგინა:  შპს  „ბმბ კაზალა“, რძის  გადამამუშვებელი საწარმო; შპს „წიფორა სამცხე“- რძის  გადამუშავებელი და რძის პროდუქტების მწარმოებელი საწარმო; ფოკას დედათა მონასტრის ყველი, რომრლიც ფოკას დედათა მონასტერთან არსებულ საწარმოში მზადდება; შპს „დევე+“ კარტოფილის დამახარისხებელი, დამაფასოვებელი ცენტრი და შპს ჯავახეთის აგროკომპანია (JAC), რომელიც

ასევე კარტოფილისა და ბოსტნეულის დახარისხებისა და დაფასოვების მომსახურებას სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას. 

სამი საგამოფენო დღის განმავლობაში გამოფენის სტუმრებს საშუალება მიეცათ RED პროგრამის მიერ დაფინანსებული საწარმოების პროდუქცია დაეგემოვნებინათ, ბენეფიციარებს, -განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები საცალო თუ საბითუმო მოვაჭრეებთან. გამოფენაზე ასევე მოხდა ქართული ჩიფსების მწარმოებელი FRIXX პროდუქციის წარდგენა, რაც RED პროგრამის ბენეფიციარების ადგილბრივი სასურსათე კარტოფილისგან მზადდება. RED პროგრამა დაჯილდოვდა ნომინაციაში „საუკეთესო ინიციატივა“, განხორციელებული პროექტებისა და გამოფენაზე პროდუქციის ეფექტიანი წარდგინებისთვის.