გარანტირებული გასაღების ბაზრის მნიშვნელობა ფერმერებისთვის

გარანტირებული გასაღების ბაზრის მნიშვნელობა ფერმერებისთვის

რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) ერთ ერთი მიზანია ხელი შეუწყოს მეკარტოფილეობის სრული საწარმოო ჯაჭვის განვითარებას  სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო-ქართლში. ტექნიკური დახმარების საშუალებით გაზარდოს დარგის მომგებიანობა და ჯანსაღი კონკურენციის არსებობა აღნიშნულ რეგიონებში.

 

თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკის დანერგვა,  პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, ინვესტიციებზე ხელმისაწვდომობის ზრდა,   ადგილობრივი ფერმერების  გაყიდვების მოცულობისა და ზოგადად მათი შემოსავლების მატების გარანტია. აღნიშნულ ფაქტორებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის გარანტირებული  გასაღების ბაზრის არსებობა.

 

რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა (RED)  მხარდაჭრით მოხდა წალკის რაიონში   სადემონსტრაციო ნაკვეთის გაშენება, ჩიფსების მწარმოებელი კომპანია Wellington–თან მისი დაკავშირება და წინასწარი, გარანტირებული კონტრაქტის გაფორმება. კონტრაქტის საფუძველზე ფერმერმა მოიყვანა დადგენილი სტანდარტებისა და ხარისხის შესაბამისი პროდუქცია,  ხოლო ჩიფსების მწარმოებელს დაეკისრა აღნიშნული მოსავალის წინასწარ დადგენილი პირობებით შეძენის ვალდებულება.

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფერმების შექმნით, მათთვის გარანტირებული კონტრაქტების მოძიებით,  შესაძლებელია წარმატებული მოდელის დემონსტრირება, რაც   სხვა ადგილობრივი ფერმერებისთვის მაგალითიგახდება.